Tag Archives: phpbb3

როგორ გავასწოროთ მიმაგრებული სურათები phpBB3-ში


დავბრუნდი ცოტა ხნით… რაღაც გავაკეთე ჩემთვის და ეგებ ვინმეს გამოადგეს… 🙂

ესეიგი, თუ შექმნით ახალ თემას ფორუმზე და მიამაგრებთ ცოტა დიდ სურათს(კერძოდ >350 წერტილი) და ჩასვამთ სტრიქონში(inline attachment), მაშინ ის ჩამოჭრილი იქნება სანამ არ დაწკაპებთ მასზე:

ხომ ძალიან გამაღიზიანებელია?

ამის გასასწორებლად უნდა ჩაასწოროთ თემის (prosilver) სტილი… ეს ხდება ადმინპანელი->სტილები->თემები->ჩასწორება-ში

იქ იპოვით .attach-image-ს: 

და წაშლით სტრიქონებს შემდეგი პარამეტრებით: max-height და overflow…

შეინახეთ და… ვუალა, გამაღიზიანებელი უჩინარი ‘სარკმელი’ გასწორდა:

BBკოდები ფორუმისთვის phpBB3


BBCode-ის შექმნისთვის საჭიროა:
1. გადასვლა საადმინისტრაციო პანელში -> ჩანართი Postings.
2. მარჯვენა კუთხეში მყოფი ღილაკი Add a new BBCode.

გადახვალთ ეკრანზე: (იხ. დართული სურათი)

მაგალითი:
ჩვენ შევქმნით BB-კოდს, რომელიც შექმნის ტექსტის არეს თეთრი ფონითა და შავი ჩარჩოთი.

ველში BBCode usage ჩავწერთ:

[textarea]{TEXT}[/textarea]

აქ განისაზღვრება კოდის ჭდე (ტეგი) და ცვლადი {TEXT}

არეში HTML replacement ვწერთ:

<div style=”border: 1px solid black; padding: 10px; background-color: rgb(255, 255, 255); color: rgb(0, 0, 0);”>{TEXT}</div>

ჩვენი BBკოდის მაგივრად დაჯდება ეს HTML კოდი, სადაც ასევე ჩაჯდება ცვლადი {TEXT}-ის მნიშვნელობა. აქ ჩვეულებრივ გამოიყენება HTML ,CSS და Javascript.

ველში Helpline ვწერთ:

ტექსტის არე: [textarea]ჩაწერეთ ტექსტი[/textarea]

ეს უბრალოდ დამხმარეა – გამოყენების მაგალითი…

ფორუმი phpBB3 და ქართული კლავიატურა!


სალამი ყველას! ხომ შეგპირდით, რომ რაიმე საინტერესოს დავდებდი ამ დღეებში? 🙂

* * *

იმ დროს, როცა მე ჯერ კიდევ “გაქართულების სამყაროს” თავში ვიყავი(არა, ის არ მომკვდარა! 🙂 ) ხშირად მესმომდა კითხვა: როგორ დავაყენო ქართული კლავიატურა ფორუმზე phpBB3. მინდა შევნიშნო, რომ ეს არის შესანიშნავი უფასო ფორუმი. სტაბილური, ძალზედ მორგებადი, ქართულ ენაზე(თითქმის) მას აქვს ერთი მინუსი – მისი ადმინისტრირება, როგორც იტყვიან, “ჩახლართულია”…

დროა გადავიდეთ საქმეზე, არა? 🙂 Continue reading ფორუმი phpBB3 და ქართული კლავიატურა!