Ralph Waldo Emerson?


“Watch your thoughts for they become words,
watch your words for they become actions,
watch your actions, for they become habits,
watch your habits for they become your character,
watch your character for it becomes your destiny.”

“უფრთხილდი შენს აზრებს, რადგან ისინი სიტყვებად იქცევიან,
უფრთხილდი შენს სიტყვებს, რადგან ისინი ქმედებად იქცევიან,
უფრთხილდი შენს ქმედებებს რადგან ისინი ჩვევებად იქცევიან,
უფრთხილდი შენს ჩვევებს, რადგან ისინი ხასიათად იქცევიან,
უფრთხილდი შენს ხასიათს, რადგან ის შენი ბედისწერაა.”

- რალფ უალდო ემერსონი

არდუინო დაფების ოჯახის მიმოხილვა


ახლახანს დავწერე პატარა შესავალი არდუინოს საშემუშავებლო სისტემისთვის. ამჯერად კი მსურს დავწერო არდუინო მიკროკონტროლერებისა და დაფების მრავალფეროვანი ოჯახის შესახებ.

არდუინოს "მამა" - დაფა, რომელმაც მოუტანა არდუინოს დიდი პოპულარობა
არდუინოს “მამა” – Arduino Uno – დაფა, რომელმაც მოუტანა არდუინოს დიდი პოპულარობა

არდუინოს ოჯახში ყველა წევრს სხვადასხვა როლი აქვს. მოდელი Uno არის ზოგადი გამოყენების და იდეალური ნებისმიერ დამწყებისათვის. Ethernet მოდელი ტრაბახობს ადგილობრივი ქსელისა (LAN) და ინტერნეტის შესაძლებლობით (მაგრამ არ გააჩნია USB).

Continue reading არდუინო დაფების ოჯახის მიმოხილვა

რა არის არდუინო?


ამ ჩანაწერის მიზანი არის არა ყველაფრის მკაცრად განსაზღვრება, არამედ ადამიანისთვის შედარებით მარტივად და არატექნიკურად ახსნა თუ რა არის არდუინოს პლატფორმა და რისთვის გამოიყენება.
-გ.

უხეშად რომ ვთქვათ, არდუინო (ვიკიპედია [1], ინგ.) არის ისეთი კომპიუტერი (და პროგრამების კრებული), რომელსაც შეუძლია ფიზიკური სამყაროს შეგრძნება და მასთან ურთიერთობა. ეს არის ღია-წყაროს-მქონე [2] ფიზიკური კომპიუტერული პლატფორმა, რომელიც ეფუძნება მიკროკონტროლერის დაფას (microcontroller board) და მისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების გარემოს (IDE).

შემუშავების გარემოში იწერება ბრძანებათა სია – მიკროკონტროლერის პროგრამა . იქ წერია თუ რა უნდა გააკეთოს მან: აღიქვას ღილაკის დაჭერა, თუ აანთოს შუქი ან გამოსცეს ხმა, ან გადასცეს რაიმე ბრძანება სხვა მოწყობილობას.

arduino_uno_1
დამწყებთა შორის პოპულარული დაფა Arduino Uno

არდუინო შეიძლება გამოიყენო ინტერაქტიული ობიექტების შექმნისთვის – ის წაიკითხავს სიგნალს სხვადასხვა წყაროდან და მართავს ნათურებს, ძრავებს, ნიშნულებს და სხვა ფიზიკურ მექანიზმებს.  Continue reading რა არის არდუინო?

RE: შიშველი ტერფების უფლება


ეს ჩანაწერი არის ერთგვარი პასუხი და მოსაზრებები, რომლებიც გამიჩნდა ჩემი მეგობრის სტატიის წაკითხვის შედეგად. საინტერესო ჩანაწერია, გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ.
-გ.

კაცობრიობის მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა ექსპონენციალური ტემპით განვითარდა ბოლო ორ საუკუნეს.

ადამიანი და მისი მორალი კი ევოლუციას ნელა განიცდის. ის ახლაც ძირითადად ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობს. ამის აშკარა მაგალითია რაც ამ სტატიაშია განხილული – ადამიანს აქვს გარკვეული სტანდარტები (ჩაცმის, მოქცევის, ჭამის და ა.შ.), რომლებსაც ის სწავლობს მის გარშემო საზოგადოებისაგან. ზუსტად საზოგადოება მიუთითებს მას თუ რა არის სასურველი ტანსაცმელი, მანქანა, როგორი ცოლი უნდა მოიყვანო, რა სექსუალური ორიენტაციის უნდა იყო, რისი უნდა გწამდეს. საქართველოში, როგორც სტატიაში ახსენეს, “კარგად ჩაცმა” ახლაც პრობლემაა. ასევე,  უნდა იყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჰეტეროსექსუალი და მოიყვანო ცოლად “პატიოსანი გოგო”, უნდა იყო მოქეიფე და პრესტიჟული სამუშაო გქონდეს.

ადამიანი ისევ ცხოველური ინსტინქტებიც ცხოვრობს – ვგონებ რომ, ყოველივე ზემოთჩამოთვლილი არის ადამიანისთვის “თავისიანი / უცხო” (свой / чужой) ადამიანები კატეგორიზაციის ძირითადი ფაკტორები, მანიშნებლები. ანუ თუ ადამიანი ჩემნაირად იცმევს და ჩემნაირი მანქანა ჰყავს, ერთი ღმერთის გვწამს, ესეიგი მე მგავს და ქვეცნობიერად მას უფრო ვენდობი ვიდრე იმ ადამიანს, ვინც ჩემთვის ახალი და უცხოა და ამ ნაცნობ ნიშნებს არ ატარებს.

და პირიქით – თუ მოვიქცევი ისე, როგორც საზოგადოება მიიჩნევს მისაღებად და სასურველად, უფრო დაფასებული და მიღებული ვიქნები. “სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო” – უცხო საზოგადოებაში გადარჩენის და წარმატების რეცეპტი ყოფილა.

* * *

სტატიიდან ამონარიდი:

გამოცდაზე შიშველი ტერფებით მოვიდა ზაქარი და „დამსახურებული” ცხრიანი მიიღო. მისი პატივისცემა ჩემ, უნივერსიტეტისა და საკუთარი განათლების მიმართ იმით გამოიხატებოდა, რომ არასდროს აგვიანებდა, ყოველ კვირას მოჰქონდა შესრულებული დავალებები, ყველა ლექცია ჩანაწერებად ჰქონდა დახარისხებული, ლექციის გაცდენის შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, რომ გაცდენას არ აღვრიცხავდი) მეილით მებოდიშებოდა… დანარჩენი 46 სტუდენტიც ასევე იქცეოდა – არასდროს დამჭირვებია ტელეფონის გამორთვისკენ ან სიჩუმისკენ მოწოდება. რა თქმა უნდა, ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს, რა ფერის პიჟამები, კაბები თუ კოსტიუმები ეცვათ მათ ლექციაზე, ცხვირები კეხიანი ჰქონდათ თუ სწორი, როგორი ლაქი ესვათ ფეხისა თუ ხელის თითებზე, შეღებილი ჰქონდათ თუ არა თვალები, სქესის მიუხედავად.

წაიკითხეთ სრული სტატია “შიშველი ტერფების უფლება” ვებგვერდზე  ინტერნეტგაზეთი – მასწავლებელი.Ge – Mastsavlebeli.Ge.

არაბული წარმოშობის სიტყვები ქართულში


DrAcid:

ძალიან საინტერესო ჩანაწერია! ქართულიდან რომ ყველა უცხოური სიტყვა ამოიღო, რა დარჩება?

Originally posted on კახა სვანი:


ვიცი ბევრს დაგაინტერესებთ ქართულ ენაში რომელი სიტყვებია არაბული წარმოშობის. ჩვენს ისტორიას ახსოვს არაბთა ბატონობის ოთხსაუკუნოვანი პერიოდი, რომლის შემდეგაც გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს მშობლიურ ენაში გამოერეოდა არაბთა ლექსიკა. არაბული წარმოშობის ლექსიკური ელემენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ქართული ენის ლექსიკურ შემადგენლობაში, ფეხს იკიდებს ქართულში დაახლოებით VIII საუკუნიდან. პირველად არაბული წარმოშობის საკუთარი სახელებისა და სამოხელეო ტერმინების სახით, რომელთაც უკვე მეცხრე
საუკუნიდან დაწყებული მოსდევს რამდენიმე ზოგადი სახელი. არაბულიდან ნასესხებ ლექსიკაში კარგად შეიმჩნევა ფონეტიკური და სემანტიკური ცვლილებანი. ფონეტიკური ბგერის დაკარგვა, ბგერის ამოვარდნა, ასიმილაცია, დისიმილაცია. ბგერითი ცვლილებების გარდა არაბულიდან ნასესხებ სიტყვებში გვხვდება სემანტიკური ცვლილებები. არაბულიდან ნასესხები ყველა სიტყვა არ შემორჩა ქართულ ენას. ბევრი მათგანი მხოლოდ დროებით იქნა მიღებული (მაგ: აზაბი – საოცრება, მაღ’რიბი – დასავლეთი).

View original 1,000 more words

სვინგ მუსიკის კრებული


სვინგ სვინგ სვინგ! სახალისო კრებულია, მოიცავს როგორც კალსიკურ, ისე ელექტრო სვინგს. ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს :)

არდუინოს დროა


image

დროა არდუინოთიც დავკავდე. დაწვრილებით – მოგვიანებით ;)
+ 37 სენსორის კრებული:

image

იმედია რამეს ვისწავლი :))

cd /home/dracid/

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 97 other followers